თეგებით ძიება

დღეს გიორგობაა - მნიშვნელოვანი ფაქტები წმინდანის ცხოვრებიდან, რაც ყველა მორწმუნემ უნდა იცოდეს

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს წმინ­და გი­ორ­გის ბორ­ბალ­ზე წა­მე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. დღეს ასე­ვე ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის დღე­სას­წა­უ­ლია. ის 2004 წლის 23 ნო­ემ­ბერს აკურ­თხეს. წმინ­და საკ­ვირ­ველ­მოქ­მე­დი და ძლე­ვა­შე­მო­სი­ლი გი­ორ­გი ქარ­თვე­ლი ერის მფარ­ვე­ლად მი­იჩ­ნე­ვა და სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვართ.

წმი­და, დი­დე­ბუ­ლი, დიდ­მო­წა­მე, ძლე­ვა­შე­მო­სი­ლი და საკ­ვირ­ველმოქ­მე­დი გი­ორ­გი (+303) მე-3 სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და­ი­ბა­და კა­ბა­დო­კი­ა­ში, მდი­დარ ქრის­ტი­ა­ნულ ოჯახ­ში. მა­მა­მი­სი მო­წა­მე­ობ­რი­ვად აღეს­რუ­ლა. დაქვრი­ვე­ბუ­ლი დედა კა­ბა­დო­კი­ი­დან თა­ვის სამ­შობ­ლო­ში წა­ვი­და და იქ გა­ნაგ­რძო შვი­ლის ქრის­ტი­ა­ნუ­ლად აღ­ზრდა.

ჭა­ბუ­კი გი­ორ­გი რო­მის ლაშ­ქარ­ში განმწეს­და მხედ­რად. ახო­ვან­მა, მა­მაც­მა და უში­შარ­მა მე­ო­მარ­მა მალე იმ­პე­რა­ტორ დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნეს (284-305) ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. მან თა­ვის პი­რად მცვე­ლად და­ნიშ­ნა წმი­და გი­ორ­გი და მხე­დარ­თმთავ­რის მა­ღა­ლი წო­დე­ბაც უბო­ძა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა