იქ, სადაც კალაძე, ღარიბაშვილი, ივანიშვილია რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილის კანდიდატობა - ნიკა მელია
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი და პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა მელია "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იქ, სადაც კალაძე, ღარიბაშვილი და ივანიშვილია მისი კანდიდატობა გასაკვირი აღარ არის.
"იქ სადაც კალაძეა, იქ სადაც ღარიბაშვილია, ის სადაც თავად ივანიშვილია, სიმართლე უნდა ითქვას, რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატობა, თუმცა, ყველაფერი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რასაც ჩვენ გავაკეთებთ ხვალ, ზეგ და მომდევნო დღეებში მოემსახურება ამ რეჟიმის რყევას და ჩამოშლას," - განაცხადა ნიკა მელიამ.