თეგებით ძიება

გუშინ ვნახეთ ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ეს აბსოლუტურად მიუღებელია - ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი გუშინდელი დარბევის ღამეს ეხმაურება, სპეცრაზმელებისა და პოლიციელების მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობას გმობს და აცხადებს, რომ მსგავსი ძალადობა ევროკავშირისთვის მიუღებელია. 

"ჩვენ ჯერ კიდევ ივნისში შევაჩერეთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, მაგრამ ჩვენ დაგელოდებით მოლაპარაკების მაგიდაზე. განიხილება ყველა ვარიანტი და ვარიანტებს შორის ასევე არის ვიზალიბერაციის შესაძლო გაჩერებაც. ეს იქნება ევროკავშირის ლიდერების დისკუსიის საგანი. პირველ რიგში, მინდა ქართველ ხალხს ვუთხრა, ევროკავშირი დგას თქვენს გვერდით. ჩვენ სრულიად გვესმის თქვენი გაბრაზება, ჩვენ გვესმის თქვენი სასოწარკვეთილება, ჩვენ ვხედავთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილი, ეს სურვილი ჰქონდა საქართველოს მთავრობასაც. მესმის რომ გუშინდელმა განცხადება ძალიან ბევრი ადამანისთვის შოკისმომგვერელი იყო. დემონსტრაცია ორგანიზებული არ იყო, ეს ქართველო ხალხოს სპონტანური რეაქცია იყო, არამხოლოდ თბილისში არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩვენ დავინახეთ, რომ ძალადობა იყო გამოყენებული მშვიდობიანი დემონსტრანტების წინაღმდეგ. ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ნებისმიერ დემოკრატიაში ყველას აქვს უფლება მშვიდობიანად გამოხატონ მათი აზრი", - განაცხადა ჰერჩინსკიმ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა