ქუთაისში საპროტესტო აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობენ
ქუთაისში საპროტესტო აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობენ. მათ გზის სავალი ნაწილზე გადაინაცვლეს და ცდილობენ, ავტომობილები არ გაატარონ.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლებიც აქციის მონაწილეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებენ, რასაც ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.
„გამოდით!”- სკანდირებენ შეკრებილები და მოქალაქეებს მოუწოდებენ პროტესტს შეუერთდნენ.