ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი არტერია - ის, რაც უნდა იცოდეთ!
უძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე დინამიური სფეროა ქვეყნის ეკონომიკაში, რაც არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ საერთაშორისო ინვესტორებსაც იზიდავს.
უახლოეს წლებში ბაზარი აქტიურად ვითარდებოდა, ძირითადად თბილისში, ბათუმში და სხვა დიდ ქალაქებში. უცხოელი ინვესტორები ხშირად ინტერესდებიან სამშენებლო პროექტებში ჩართვით, რადგან ქვეყანაში იაფი და გამართული მიწის ნაკვეთები, ასევე შედარებით დაბალი შრომის ძალის ხარჯები, ქმნის კარგ პირობებს ინდუსტრიული და საცხოვრებელი უძრავი ქონების განვითარებისათვის.
თბილისი, როგორც ქვეყნის დედაქალაქი, უძრავი ქონების ყველაზე დიდი ბაზარი და მიზიდულობის მთავარ ცენტრი რჩება.ბოლო წლებში დედაქალაქში არსებული უძრავი ქონების დეფიციტმა და ფასების ზრდამ უფრო მეტად გააძლიერა მოთხოვნა როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული ფართებისადმი.
ალფა სახლის მიმდინარე პროექტი გლდანში
თბილისში, განსაკუთრებით ახალაშენებულ მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსებში, ფასები მუდმივად იზრდება. პოპულარული ადგილები როგორიცაა: საბურთალო, დიდი დიღომი და გლდანი მოთხოვნის მხრივ ლიდერობენ.
ბათუმი, როგორც საზღვაო კურორტი და ქვეყნის მეორე ყველაზე დიდი ქალაქი, ბოლო ათწლეულში უძრავი ქონების მხრივ ძალიან განვითარდა. ზღვასთან სიახლოვე, ტურისტების ნაკადი და საერთაშორისო ინვესტიციების გაზრდა ქმნის მუდმივად მზარდ ბაზარს. ბათუმში ყოველწლიურად დაახლოებით 4,000-5,000 ახალი ტურისტული აპარტამენტი იშვება, რაც ასახავს ბაზრის მზარდი მოთხოვნის ტენდენციებს.
თბილისში და ბათუმში, განსაკუთრებით ცენტრალურ რაიონებში, გაიზარდა ახალ აშენებულ ბინებზე მოთხოვნა. ხალხი სულ უფრო მეტად მოითხოვს თანამედროვე სტანდარტების მქონე, ენერგოეფექტურ ბინებს, რაც ასევე ქმნის გარკვეულ მოთხოვნას მწარმოებლებსა და დეველოპერულ კომპანიებზე.
ალფა სახლის მიმდინარე პროექტი "სხვა უბანი დიდ დიღომში"
გასული წლის განმავლობაში თბილისის უძრავი ქონების ფასები საშუალოდ 10%-15%-ით გაიზარდა, ხოლო პიკი აშკარად ჩანდა ახალაშენებულ ბინებზე, სადაც ზრდა 20%-საც აღწევდა. თეთრი კარკასის კონდინციით ახალაშენებული ბინების ფასი საშუალოდ 1300-1500 დოლარს შეადგენს.
2023 წელს სამშენებლო კომპანიებმა საქართველოში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განახორციელეს, რაც 10%-ით აღემატება 2022 წლის მონაცემებს. ამ თანხიდან დიდი ნაწილი განკუთვნილი იყო საცხოვრებელი ფართებისთვის, ხოლო დანარჩენი – კომერციული და სასტუმრო პროექტებისთვის.
საქართველოში გასული წელს ბანკების მიერ გაცემული უძრავი ქონების სესხების რაოდენობა 15%-20%-ით გაიზარდა. საპროცენტო განაკვეთი 10-12%-ს შორის მერყეობდა. სესხების საშუალო მოცულობა 100,000-120,000 ლარის ფარგლებში მერყეობს.
სამშენებლო სექტორისა და უძრავი ქონების ბაზრის წილი საქართველოს მშპ-ის 10%-ზე მეტს იკავებს.