სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს აჩერებს
სასწავლო პროცესი კიდევ ერთ უნივერსიტეტში ჩერდება. განცხადება სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა გაავრცელა.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, 29 ნოემბერს, 17:00 საათიდან სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
სასწავლო პროცესის აღდგენის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ელ. ფოსტის საშუალებით მიიღებთ. - ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.