რესპუბლიკის მოედანთან ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს
რესპუბლიკის მოედანთან ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს იმ კოლეგებს, რომლებსაც 28 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ. შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს მედიის 40-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე იმ დონეზე, რომ ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა.
ჟურნალისტების სოლიდარობის აქციაზე შეკრებილები მოგვიანებით პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.