თეგებით ძიება

შეშფოთებული ვარ ცნობებით, რომ ქართულმა პოლიციამ ძალას გადაამეტა - ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრი

შეშფოთებული ვარ ცნობებით, რომ ქართულმა პოლიციამ ძალას გადაამეტა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც საკუთარ დემოკრატიულ უფლებას იყენებდნენ, - აცხადებს ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრი სტივენ დაუთი.

განცხადებას სოციალურ ქსელში საქართველოში ბრიტანეთს საელჩო ავრცელებს.

"ღრმად  შეშფოთებული ვარ ცნობებით, რომ ქართულმა პოლიციამ ძალას გადაამეტა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც საკუთარ დემოკრატიულ უფლებას იყენებდნენ. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ესკალაციის შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯები და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის ჩატარების უფლებას", - აცხადებს ევროპის საქმეთა მინისტრი სტივენ დაუთი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა