პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ სატანა, კაცთმოძულე, მოღალატე ივანიშვილის ხელისუფლება არ დაემხობა - მამა პეტრე
რუსთაველის გამზირზე, სადაც მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მამა პეტრე კოლხი მივიდა.
მისი თქმით, "კაცთმოძულე, რუსეთის სატელიტი ივანიშვილი" უნდა წავიდეს:
ეს პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ სატანა, კაცთმოძულე, მოღალატე ივანიშვილის ხელისუფლება არ დაემხობა.
ჩვენ არ გვეშინია რუსეთის სატელიტი ივანიშვილის. დღეს ქართველი ერის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას"- ამბობს სასულიერო პირი.
ტვ პირველი