“ეს შეკრება არ არის, ეს ერის ხმაა… ხვალ და ზეგ ეკლესიაში რომ შეხვალთ, რას ეუბნებით უფალს?“ – სასულიერო პირი სპეცრაზმს
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა სასულიერო პირი, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ეკლესიას და საპატრიარქოს არ წარმოადგენს და საპოლიციო ძალებს მიმართა:
„უმორჩილესად გთხოვთ, ნუ გამოხატავთ აგრესიას. ქაოსს, აგრესიას, დაპირისპირებას არაფერი მოუტანია. იქ, სათავეში რომ ხალხი დგანან, ერთ–ერთს მაინც გაახსენდეს, რომ მამაო ჩვენო თქვან ლოცვა. ილოცეთ. მე არავინ ვარ, ვარ რიგითი ადამიანი, ჩემი სახე არავის უნახავს, არც ერთ შეკრებაზე, ეს უკვე შეკრება არ არის, ეს ერის ხმაა. ვარ სასულიერო პირი, მაგრამ არ ვარ, ქართული ეკლესიის იურისდექციაში მყოფი, არ მაქვს არანაირი უფლება ქართული ეკლესიის სახელით ვისაუბრო. ხვალ საპყრობილეში ჩამაგდებენ თუ გამომკეტავენ, არც მაგის შიში მაქვს.
ხვალ და ზეგ ეკლესიაში რომ შეხვალთ, რას ეუბნებით უფალს? ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის. ახლავე შეგიძლიათ გადამთელოთ, არც ეგაა პრობლემა. გთხოვთ, დადეთ პატივი ქართულ ეკლესიას, უფალს, თქვენ შვილებს, თქვენს ოჯახს.“