პარლამენტის უკან ვითარება დაიძაბა, სპეცრაზმმა გაზის კაფსულა გაისროლა
პარლამენტის უკან ვითარება დაიძაბა - ჭიჭინაძის ქუჩაზე სეპცდანიშნულების რაზმა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართულებით გაზის კაფსულა გაისროლა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის თავდაპირველად ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას.
სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს აფრთხილებს და წესრიგის დამყარებისკენ მოუწოდებს.
მიუხედავად გამაფრთხილებელი მოწოდებისა აქციის მონაწილეები არ იშლებიან. ადგილზე მობილიზებულია როგორც კრიმინალური და საპატრულო პოლიცია ასევე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა.