თეგებით ძიება

არ აწიოთ ხელი ახალგაზრდებზე - პრეზიდენტი სამართალდამცავებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ძალიან მაგარია საქართველო და მაგარი მისი საზოგადოება, ეს ჩანს ყველანაირად, რომ არავინ არ არის მზად, რომ შეეგუოს გარუსებულ საქართველოს, კონსტიტუციაწართმეულ საქართველოს, არალეგიტიმურ და პარლამენტის და მთავრობის ხელში მყოფ საქართველოს, ამიტომ თქვენ ხართ ძალიან ბევრნი გამოსული დღეს, გიყურებთ რუსთაველზე, გიყურებთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში...

ეს არნახულია, რომ ერთდროულად და სპონტანურად გამოდიოდეს საქართველოს მოქალაქეები ამ ფორმით, მშვიდობიანად, უაღრესად მშვიდობიანად და და მინდა, მივმართო სამართალდამცველებს. საპატრულო პოლიცია ვიცი, რაც შეუძლიათ, ყველაფერს აკეთებენ და ამისთვის მადლობა ვუთხრათ. დანარჩენებს მინდა მივმართო - თქვენ არ აწიოთ ხელი ახალგაზრდა მოქალაქეებზე, არც სხვებზე, თქვენ თავი შეიკავეთ და თქვენი მოვალეობა დაიცავით, არაფერი არ ხდება, არც რუსთაველზე და არც სხვა ქალაქებში, რაც მოითხოვს თქვენს ჩართულობას და დარბევას, ამიტომ, ამ ყველაფერზე პაუხისმგებლობა არის თქვენი და მხოლოდ თქვენი და თქვენი უფროსების, იმათმაც ამაზე იფიქრონ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

ფოტო: ტვ.პირველი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა