თეგებით ძიება

„რუსთავი 2“ პროტესტის ნიშნად, ოთხმა ჟურნალისტმა დატოვა

მთავარი არიხის ინფორმაციით, "რუსთავი2", პროტესტის ნიშნად, ოთხმა ჟურნალისტმა დატოვა.

პოზიციები მარიამ მენაბდემ, ვანო გავაშელმა, ბექა პატურაშვილმა და მარიამ ჯანელიძემ დატოვეს.

რადიო თავისულების ინფორმაციით კი, ტელეკომპანია “რუსთავი 2” ორმა ჟურნალისტმა, მარიამ ჯანელიძემ და ბექა პატურაშვილმა დატოვა. რადიო თავისუფლებას ეს გადაწყვეტილება დაუდასტურა თავად მარიამ ჯანელიძემ, ის ბექა პატურაშვილის მეუღლეცაა. ინფორმაცია დაადასტურა არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო შუბლაძემ. 

მარიამ ჯანელიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას შეაჩეროს ევროინტეგრაცია და ბოლო ორი ღამის განმავლობაში პოლიციის ძალადობას საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე.

ჯანელიძის თქმით, არხის დატოვებას ის და ბექა პატურაშვილი დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დღეს მიიღეს.

“ჩვენი შეხედულებების გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება… ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე”, - თქვა ჯანელიძემ და რადიო თავისუფლების კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების დღის წესრიგიდან მოხსნას, მან უპასუხა:

“კი, კი, რა თქმა უნდა… იქიდან გამომდინარე რაც ქუჩაში ხდება. ჩვენს კოლეგებზე თავდასხმისა და მიმდინარე ამბების გამო”. ჯანელიძის თქმით, მათსა და “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობას შორის არხის დატოვებასთან დაკავშირებით “ადეკვატური კომუნიკაცია შედგა”.

ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო შუბლაძის თქმით, მისთვის არ არის ცნობილი ის მიზეზი, რომელსაც ჯანელიძე ასახელებს. შუბლაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არხის დატოვების შესახებ საუბარი მას აქამდეც არაერთხელ ჰქონია ორივე თანამშრომელთან:

“თვითონ თუ თქვეს, რომ აქციას უკავშირდება არ ვიცი, მაგრამ მანამდეც გვქონდა დიდი ხანი საუბარი და ბოლოს ასე გადაწყვიტეს. კონკრეტული წინადადება არ თქმულა. მე მათი შეხედულებები ვიცოდი მანამდეც და მანამდეც გვქონდა ეს საუბრები, მერე რატომღაც გადაწყდა რომ დარჩებოდნენ", - ამბობს შუბლაძე. ის არ ადასტურებს რადიო თავისუფლების ინფორმაციას, რომ ჯანელიძის და პატურაშვილის გარდა ტელეკომპანია დატოვა კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა