თეგებით ძიება

"თბილისის იზოლატორებში ადგილები აღარ არის - დაკავებულების უმეტესობა ამ დრომდე საპოლიციო მანქანებში ჰყავთ" - რას ჰყვება ადვოკატი?

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე 28 ნო­ემ­ბერს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი დღეს გა­ი­მარ­თე­ბა.

მათ ნა­წილ ზა­ჰე­სის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რი­დან და ქა­ლა­ქის სამ­მარ­თვე­ლო­დან თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­და­იყ­ვა­ნენ. ყვე­ლა მათ­განს 48-სა­ა­თი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბის ვადა ხვალ გამ­თე­ნი­ას ეწუ­რე­ბათ, თუმ­ცა, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ წუ­ხელ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე 100-ზე მეტი პირი და­ა­კა­ვეს, იზო­ლა­ტო­რებ­ში ად­გი­ლი არ არის, რის გა­მოც, სა­ვა­რა­უ­დოდ, წინა დღეს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის­გან იზო­ლა­ტო­რებს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ.

რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ერთ-ერთი ად­ვო­კა­ტი, ნეს­ტან ლონ­და­რი­ძე აცხა­დებს, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა სა­პო­ლი­ციო მან­ქა­ნებ­ში ჰყავთ, ვი­ნა­ი­დან ზა­ჰე­სის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­სა და ქა­ლა­ქის სამ­მარ­თვე­ლო­ში ად­გი­ლე­ბი აღარ არის.

წუ­ხელ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ნა­წილს სა­ვა­რა­უ­დოდ, მცხე­თი­სა და რე­გი­ო­ნე­ბის იზო­ლა­ტო­რებ­ში გა­და­ა­ნა­წი­ლე­ბენ.

ცნო­ბის­თვის, 28-29 ნო­ემ­ბერს, პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე 150 პირი სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მიერ პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბი­სა და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166 და 173-ე მუხ­ლე­ბით და­ა­კა­ვეს.

ამას­თან, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353 -ე პრი­მა და 187-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბი­თაც მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ ასე­ვე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბით სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა