ევროპარლამენტი უარყოფს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ''ოცნებას'' ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტი უარყოფს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მთავრობას 1 წლის განმავლობაში ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ - ამის შესახებ ევროპული პარლამენტი პოსტს აქვეყნებს.
28 ნოემბერს ევროპარლამენტმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო არჩევნების გაყალბების შემდეგ, ქვეყანაში გაუარესებული დემოკრატიული კრიზისის შესახებ ხუთი პარტიის - ევროპის სახალხო პარტია (EPP), მწვანეები და სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი (S&D), ევროპის კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR), განახლებული ევროპა (Renew Europe) და მწვანეები (Verts/ALE) - მიერ წარდგენილი ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.