„ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება რაც დღეს საქართველოში ხდება…“ - ბუდუ ზივზივაძე
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე სოცილურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
„ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს, იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი. ჩემი შეხედულება არასოდეს შეცვლილა საქართველოს ადგილი ევროპაშია!“ — წერს ბუდუ ზივზივაძე სოციალურ ქსელში.