თეგებით ძიება

"შეიძლება, ვიღაც შემოაკვდეთ, ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა...“ - ლევან იოსელიანი

ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა მსუ­ბუ­ქი ნათ­ქვა­მია, ადა­მი­ა­ნე­ბი ჰყვე­ბი­ან რო­გორ უმო­წყა­ლოდ სცემ­დნენ მათ სპეც­რაზ­მე­ლე­ბი, რო­დე­საც და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში გა­დაჰ­ყავ­დათ მან­ქა­ნა­ში. ამ შუ­ა­ლედ­ში მათ­ზე ხდე­ბო­და იმგვა­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, ისე­თი ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი ვნა­ხე, რო­მელ­საც მთე­ლი სახე აქვს ფაქ­ტობ­რი­ვად სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბით. ეს არის რა­ღაც სიმ­ხე­ცე, ასე­თი ფორ­მით ადა­მი­ა­ნებ­თან მო­პყრო­ბას გა­მარ­თლე­ბა არ აქვს,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც ქა­ლა­ქის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში წუ­ხელ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა და ასე­ვე გა­ე­სა­უბ­რა იმ პი­რებს, რომ­ლე­ბიც ჯერ სამ­მარ­თვე­ლო­ში არ გა­ნუ­თავ­სე­ბი­ათ და მან­ქა­ნებ­ში არი­ან და­ყოვ­ნე­ბუ­ლე­ბი.

იო­სე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, იზო­ლა­ტორ­ში მყო­ფი 13 პი­რი­დან 11 სას­ტიკ ფი­ზი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ზე სა­უბ­რობს.

ომ­ბუდსმე­ნის თქმით, მათ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად სა­ხის არე­ში აქვთ.

"ამ იზო­ლა­ტორ­ში, სა­დაც მე ვი­ყა­ვი ახლა შე­სუ­ლი, მო­ვი­ნა­ხუ­ლე ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი, ვინც აქ დამ­ხვდა, მათ შო­რის, ის ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც ელო­დე­ბი­ან შე­სახ­ლე­ბას. 13-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია ამ წუთ­ში, ვინც ამ იზო­ლა­ტორ­ში იმ­ყო­ფე­ბა და ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­რო ის არის, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა, ორის გარ­და, უთი­თებს ფი­ზი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ზე. ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა მსუ­ბუ­ქი ნათ­ქვა­მია, ადა­მი­ა­ნე­ბი ჰყვე­ბი­ან რო­გორ უმო­წყა­ლოდ სცემ­დნენ მათ სპეც­რაზ­მე­ლე­ბი, რო­დე­საც და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში გა­დაჰ­ყავ­დათ მან­ქა­ნა­ში. ამ შუ­ა­ლედ­ში მათ­ზე ხდე­ბო­და იმგვა­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, ისე­თი ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი ვნა­ხე, რო­მელ­საც მთე­ლი სახე აქვს ფაქ­ტობ­რი­ვად სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბით. ეს არის რა­ღაც სიმ­ხე­ცე, ასე­თი ფორ­მით ადა­მი­ა­ნებ­თან მო­პყრო­ბას გა­მარ­თლე­ბა არ აქვს.“- გა­ნა­ცხა­და ომ­ბუდსმენ­მა.

მან პო­ლი­ცი­ე­ლებს მო­უ­წო­და და­კა­ვე­ბის დროს თა­ვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას არ გა­და­ა­მე­ტონ.

„პო­ლი­ცი­ას კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ, რომ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს აკა­ვე­ბენ, არ გა­და­ა­მე­ტონ თა­ვი­ანთ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა გა­ა­კე­თა მო­ქა­ლა­ქემ. ამის­თვის არ­სე­ბობს კა­ნო­ნი. კა­ნო­ნი უნდა და­იც­ვას, პირ­ველ რიგ­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ და­ა­შა­ვა, მაგ­რამ იმ ადა­მი­ანს კა­ნო­ნით უნდა მი­ვუდ­გეთ და არა ლინ­ჩის წე­სით, რომ მიხ­ვი­დე და სა­ხე­ში მუშ­ტე­ბი ურტყა, ასე­თი რამე და­უშ­ვე­ბე­ლია. ეს ვნა­ხე მე ჩემი თვა­ლით, რომ შე­მო­ვე­დი აქ. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად სა­ხის არე­ში აქვთ, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ სხვა­გა­ნაც აქვთ ასე­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი”, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა.

მისი თქმით, სწო­რედ გა­მო­ძი­ე­ბის და­ყოვ­ნე­ბამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ წინა აქ­ცი­ე­ბის და წინა წელს გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით სულ უფრო მეტი პირი მი­უ­თი­თებს ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზე.

„ასე­თი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის და­ყოვ­ნე­ბამ მო­ი­ტა­ნა ის, რომ ამ აქ­ცი­ებ­ზე კი­დევ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნია ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, გან­სხვა­ვე­ბით წინა აქ­ცი­ე­ბის­გან, გან­სხვა­ვე­ბით ერთი წლის წი­ნან­დე­ლი აქ­ცი­ე­ბის­გან. ეს პრო­ცე­სი სა­დღაც თუ არ შე­ჩერ­და, ჩვენ შემ­დგომ აქ­ცი­ებ­ზე კი­დევ უფრო მეტ ძა­ლა­დო­ბას მი­ვი­ღებთ და ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც შე­მო­აკ­ვდეთ ასეთ პი­რო­ბებ­ში. ასე რომ, ყვე­ლას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ეს, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც აკა­ვე­ბენ, ვინც იძი­ე­ბენ, ვინც იქ სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბას ატა­რე­ბენ, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რომ ასეთ შემ­თხვე­ვებს არ ჰქონ­დეს ად­გი­ლი.

ნე­ბის­მი­ე­რი შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც რჩე­ბა გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი, რო­მელ­ზეც სა­ხელ­მწი­ფო არ რე­ა­გი­რებს დრო­უ­ლად, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის გა­მე­ო­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა, რა თქმა უნდა, მე­ტია”, - გა­ნა­ცხა­და იო­სე­ლი­ან­მა.

მისი თქმით, ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ყვე­ლა იზო­ლა­ტორ­ში არი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი და ფორმ­დე­ბა ოქ­მე­ბი. რო­გორც იო­სე­ლი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, ის და­კა­ვე­ბულ ად­ვო­კატს, ბექა ბა­სი­ლა­ი­ა­საც ესა­უბ­რა.

"ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან ყვე­ლა იზო­ლა­ტორ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, სა­დაც არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა მათ­გან­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩვენ გა­ვა­სა­ჯა­რო­ებთ, რო­გორც გა­ვა­კე­თეთ წუ­ხან­დელ შემ­თხვე­ვა­ზე, რო­დე­საც ვნა­ხეთ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და ყვე­ლას შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ვა­სა­ჯა­რო­ვეთ, ვის რა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს, რო­გორ არის და ა.შ. ოქ­მე­ბი შედ­გა და გა­და­ეგ­ზავ­ნა სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს.

ბექა ბა­სი­ლა­ი­ას გა­ვე­სა­უბ­რე, ისიც მი­უ­თი­თებს და­ზი­ა­ნე­ბებ­ზე. ად­ვო­კა­ტია, თა­ვის უფ­ლე­ბებ­ში კარ­გად ერ­კვე­ვა, შე­სა­ბა­მი­სად აპი­რებს, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­სა­მარ­თლო­ზე ისა­უბ­როს“,- გა­ნა­ცხა­და ომ­ბუდსმენ­მა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა