თეგებით ძიება

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპატრულოს და კრიმინალურის წარმომადგენლები ჩაგვენაცვლებინა გდდ-ის აღჭურვილობის მქონე თანამშრომლებით" - შსს

"სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნათ­ლად იხი­ლა, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია არა­ერ­თხელ გას­ცდა შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის კა­ნო­ნით დაშ­ვე­ბულ ნორ­მებს და გა­და­ი­ზარ­და ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებ­ში" - ამის შე­სა­ხებ ბრი­ფინგზე შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძემ ისა­უბ­რა.

მისი თქმით, ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად მძი­მედ და­შავ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 42 თა­ნამ­შრო­მე­ლი. ისი­ნი აქ­ცი­ი­დან სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბით, მათ შო­რის, დამ­წვრო­ბე­ბი­თა და მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

"დე­ტა­ლუ­რად მივ­ყვეთ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ქმე­დე­ბებ­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რე­ა­გი­რე­ბის ქრო­ნო­ლო­გი­ას.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ყვე­ლა შეკ­რე­ბა-მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის დროს არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი და იცა­ვენ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის და­წყე­ბის შემ­დეგ, სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი გან­ლაგ­დნენ ჩი­ტა­ძი­სა და პარ­ლა­მენ­ტის უკა­ნა შე­სას­ვლე­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, იმგვა­რად, რომ შეკ­რე­ბა-მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში, თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ე­ხა­ტათ პრო­ტეს­ტი.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ნა­წილ­მა გა­და­ი­ნაც­ვლა პარ­ლა­მენ­ტის უკა­ნა შე­სას­ვლე­ლის მიმ­დე­ბა­რედ და და­ი­წყეს პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც გა­მო­ი­ხა­ტა პო­ლი­ცი­ის მი­მართ სი­ტყვი­ერ და ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. ასე­ვე, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტის უკა­ნა შე­სას­ვლელ­თან და ჩი­ტა­ძის ქუ­ჩა­ზე მყოფ პო­ლი­ცი­ე­ლებს ეს­როდ­ნენ ქვებს, შუ­შის ბოთ­ლებს, პი­რო­ტექ­ნი­კას, სხვა­დას­ხვა რკი­ნის სა­განს, კვერ­ცხებს, სა­ღე­ბა­ვებს, პო­ლი­ცი­ე­ლებს აყე­ნებ­დნენ სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ცი­ელ­მა სხვა­დას­ხვა, მათ შო­რის, მძი­მე სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო.

სი­ტუ­ა­ცი­ის დე­ეს­კა­ლა­ცი­ი­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მიზ­ნით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­პატ­რუ­ლო და კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­ე­ნაც­ვლე­ბი­ნა გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მქო­ნე თა­ნამ­შრომ­ლე­ბით, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მი­მართ ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი მა­ინც გრძელ­დე­ბო­და სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

პირ­და­პი­რი ეთე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ყვე­ლამ ნათ­ლად იხი­ლა, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ნა­წილ­მა გა­და­ი­ნაც­ვლა ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის ჭიშ­კარ­თან და და­ი­წყო ჭიშ­კრის ჯგუ­ფუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა, რომ­ლის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზან­საც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში შეჭ­რა წარ­მო­ად­გენ­და.

მი­უ­ხე­და­ვად აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი არა­ერ­თი მო­წო­დე­ბი­სა, ასე­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა, რომ მათ შე­ე­წყვი­ტათ ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი და პრო­ტეს­ტი გა­მო­ე­ხა­ტათ მშვი­დო­ბი­ან ფორ­მებ­ში, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­ნაგ­რძობ­დნენ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბებს. ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი, საფრ­თხეს უქ­მნი­და რო­გორც პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­თა, ასე­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მელ­თა ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცო­ცხლეს.

პრო­ტეს­ტის გა­მომ­ხატ­ველ­თა ქმე­დე­ბე­ბი, არა­ერ­თხელ გას­ცდა შეკ­რე­ბა-მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ ჩარ­ჩო­ებს და გა­და­ი­ზარ­და ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, პო­ლი­ცი­ის მხრი­დან, კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად გან­ხორ­ცი­ელ­და პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ძა­ლა­დე ჯგუ­ფე­ბის­გან.

აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი გან­თავ­სდნენ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, სას­ტუმ­რო „თბი­ლი­სი მე­რი­ო­ტის“ წინ, კვლავ აგ­რძე­ლებ­დნენ პო­ლი­ცი­ის მი­მართ აგ­რე­სი­ულ და ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს, რაც გა­მო­ი­ხა­ტა სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბის და პი­რო­ტექ­ნი­კის სრო­ლა­ში.

გარ­და ამი­სა, მო­ძა­ლა­დე ჯგუ­ფებ­მა, ხე­ლოვ­ნუ­რად ჩა­ხერ­გეს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი სკა­მე­ბით, ნაგ­ვის ურ­ნე­ბით, ე.წ. „სკუ­ტე­რე­ბით“ , მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე კაფე-ბა­რე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ვენ­ტა­რით და შემ­დეგ ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს.

ასე­ვე, და­ა­ზი­ა­ნეს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი, რო­გორც კერ­ძო ისე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს ნაგ­ვის ურ­ნებ­სა და ხის სკა­მებს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნათ­ლად ხე­დავ­და, რომ ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი მუდ­მი­ვად აგ­რო­ვებ­დნენ დიდი ზო­მის ქვებ­სა და სხვა­დას­ხვა სამ­შე­ნებ­ლო ნარ­ჩე­ნებს, პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმის მიზ­ნით. შე­სა­ბა­მი­სად, პო­ლი­ცი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე უზ­რუნ­ველ­ყო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის აღ­დგე­ნა და ხე­ლოვ­ნუ­რად მო­წყო­ბი­ლი ბა­რი­კა­დე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში პო­ლი­ცი­ის მხრი­დან და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა 107 პირი.

ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად მძი­მედ და­შავ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 42 თა­ნამ­შრო­მე­ლი. ისი­ნი აქ­ცი­ი­დან სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბით, მათ შო­რის, დამ­წვრო­ბე­ბი­თა და მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

კი­დევ ერთხელ ვაფრ­თხი­ლებთ და მო­ვუ­წო­დებთ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტონ კა­ნო­ნით და­საშ­ვებ ფარ­გლებ­ში, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, სი­ტუ­ა­ცი­ის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის მიზ­ნით, გა­ა­ტა­რებს კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბულ ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა