თეგებით ძიება

"რამდენიმე ნაბიჯია დარჩენილი სამოქალაქო დაპირისპირებამდე და 90-იან წლებში დაბრუნებამდე!" - მამუკა ხაზარაძე

„ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე იმ ნა­ბი­ჯებს ასა­ხე­ლებს, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ოპო­ზი­ცი­ამ უნდა გა­დად­გას და აცხა­დებს, რომ „უკი­დუ­რე­სად სა­ში­ში ვი­თა­რე­ბა სას­წრა­ფოდ რე­ა­გი­რე­ბას და მყი­სი­ერ მოქ­მე­დე­ბას სა­ჭი­რო­ებს“.

რო­გორც ხა­ზა­რა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს, სას­წრა­ფოდ უნდა შე­იკ­რი­ბოს არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ოთხი­ვე ოპო­ზი­ცი­უ­რი კო­ა­ლი­ცი­ის ყვე­ლა დე­პუ­ტა­ტი და და­ა­ფუძნოს სა­ხალ­ხო პარ­ლა­მენ­ტი, რო­მელ­შიც ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

"ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი უკი­დუ­რე­სად სა­ში­ში ვი­თა­რე­ბა სას­წრა­ფოდ რე­ა­გი­რე­ბას და მყი­სი­ერ მოქ­მე­დე­ბას სა­ჭი­რო­ებს!

რუ­სუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ით მი­ტა­ცე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, ევ­რო­კავ­შირ­ზე უა­რის თქმა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­მარ­თლი­ა­ნი პრო­ტეს­ტის არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი სი­სას­ტი­კით დარ­ბე­ვა, ქვე­ყა­ნას მი­ა­ქა­ნებს უკი­დუ­რე­სად დიდი საფრ­თხის­კენ!

სულ რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯია დარ­ჩე­ნი­ლი სრულ სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე და 90-იან წლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე! - ამის დაშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან დავ­კარ­გავთ ქვე­ყა­ნას და თა­ო­ბებს, დავ­კარ­გავთ სა­ხელ­მწი­ფოს, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ ჩა­ბარ­დე­ბა რუ­სეთს, რაც კრემ­ლის და სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი მთავ­რო­ბის დიდი ხნის მი­ზა­ნი და ოც­ნე­ბაა.

ამ კა­ტას­ტრო­ფის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­როა: 1. სას­წრა­ფოდ შე­იკ­რი­ბოს არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ოთხი­ვე ოპო­ზი­ცი­უ­რი კო­ა­ლი­ცი­ის ყვე­ლა დე­პუ­ტა­ტი და და­ა­ფუძნოს სა­ხალ­ხო პარ­ლა­მენ­ტი, რო­მელ­შიც ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი! ამ ორ­გა­ნომ, რო­გორც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხალ­ხის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, უნდა აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, პირ­და­პირ ესა­უბ­როს ევ­რო­კავ­შირს, წარ­მო­ად­გი­ნოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნება და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­თხოვ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით;

მი­ავ­ლი­ნოს სპე­ცი­ა­ლუ­რი მი­სია ბრი­უ­სელ­ში, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის აღ­სად­გე­ნად და გა­საგ­რძე­ლებ­ლად, რაც რუ­სე­თის მა­რი­ო­ნეტ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბის და კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვით შე­წყვი­ტა! 2. აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ტეს­ტე­ბის მშვი­დო­ბი­ან მარ­თვა­ზე, მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნით - და­ი­ნიშ­ნოს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი! 3. წარ­მო­ად­გი­ნოს დე­ტა­ლუ­რი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

"ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო“, მთე­ლი თა­ვი­სი რე­სურ­სით, მზად არის ქვეყ­ნის მას­შტა­ბით იყოს ამ პრო­ცე­სის და­გეგ­მვის და შეს­რუ­ლე­ბის ავან­გარ­დში!“ - წერს ხა­ზა­რა­ძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა