თეგებით ძიება

არც კი მინდა წარმოვიდგინო რით დასრულდებოდა მიტინგი, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ან გიორგი გახარია რომ ყოფილიყო - მკვლელობა ან თვალების დათხრა იქნებოდა - პრემიერი

გუ­შინ ყვე­ლა კი­დევ ერთხელ დარ­წმუნ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში "ნაც­მა­ი­და­ნი" ვერ შედ­გე­ბა, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, გუ­შინ­დელ ძა­ლა­დობ­რივ მი­ტინგზე უმ­თავ­რე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბათ შე­სა­ბა­მის ევ­რო­პელ პო­ლი­ტი­კო­სებ­სა და ბი­უ­როკ­რა­ტებს და „ად­გი­ლობ­რივ აგენ­ტუ­რას, მე­ხუ­თე კო­ლო­ნას, რო­მე­ლიც 4 პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის სა­ხით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი“.

"უკვე მე­სა­მე წე­ლია, კონ­კრე­ტუ­ლი ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ბი­უ­როკ­რა­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს უკ­რა­ი­ნი­ზა­ცი­ას ვე­რაფ­რით მი­აღ­წი­ეს, გა­მუდ­მე­ბით ცდი­ლო­ბენ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის სა­კი­თხი ქვეყ­ნის და­სა­სუს­ტებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ. პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გა­საღ­ვი­ვებ­ლად და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­სახ­ლე­ჩად გა­მო­ი­ყე­ნონ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჯერ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი და შემ­დეგ, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის თემა გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და მთა­ვარ ინ­სტრუ­მენ­ტად ქვეყ­ნის იმი­ჯის შე­სა­ლა­ხად და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­სახ­ლე­ჩად. გუ­შინ­დელ ძა­ლა­დობ­რივ მი­ტინგზეც უმ­თავ­რე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბათ შე­სა­ბა­მის ევ­რო­პელ პო­ლი­ტი­კო­სებ­სა და ბი­უ­როკ­რა­ტებს და ად­გი­ლობ­რივ აგენ­ტუ­რას, მე­ხუ­თე კო­ლო­ნას, რო­მე­ლიც 4 პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის სა­ხით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. გუ­შინ ისიც ყვე­ლა­სათ­ვის ცხა­დი გახ­და, რომ ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად იცის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა