თეგებით ძიება

გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ ძალადობრივი მიტინგი, რაც გარე ძალებიდან მართული პროცესია - კახა კალაძე

დე­და­ქა­ლა­ქის მერი, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი კახა კა­ლა­ძე 28-30 ნო­ემ­ბერს გა­მარ­თულ აქ­ცი­ებს „გარე ძა­ლე­ბი­დან მარ­თულს“ უწო­დებს და აცხა­დებს, რომ სა­ხელ­მწი­ფო თა­ვი­სი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბით ძა­ლი­ან ძლი­ე­რია და არა­ვის მი­ე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში „ნაც­მა­ი­და­ნი“ მო­ა­წყოს.

რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა გა­მო­ხა­ტოს სხვა­დას­ხვა ფორ­მით, თუნ­დაც მი­ტინ­გით, მაგ­რამ ეს კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში უნდა იყოს.

„ცხა­დია, სა­ი­დან იმარ­თე­ბა ის, რაც ხდე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი გარე ძა­ლე­ბი­დან მარ­თუ­ლი პრო­ცე­სია, რა­საც შიდა რა­დი­კა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. გუ­შინ და გუ­შინ­წინ ვი­ხი­ლეთ ძა­ლა­დობ­რი­ვი მი­ტინ­გი, რაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. ქვე­ყა­ნა­ში სი­ტყვის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­ცუ­ლია. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია მისი მო­საზ­რე­ბა გა­მო­ხა­ტოს სხვა­დას­ხვა ფორ­მით, თუნ­დაც მი­ტინ­გით, მაგ­რამ ეს კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში უნდა იყოს. კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფა, ბოთ­ლე­ბის და ქვე­ბის სრო­ლა. გუ­შინ სა­ერ­თოდ სა­ოც­რე­ბა ვი­ხი­ლეთ - „მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლებს“ ეს­როდ­ნენ პო­ლი­ცი­ე­ლებს. ეს ძა­ლი­ან მძი­მეა. დღეს სა­ხელ­მწი­ფო ძა­ლი­ან ძლი­ე­რია თა­ვი­სი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბით და არა­ვის მი­ე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში „ნაც­მა­ი­და­ნი“ მო­ა­წყოს“,- გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა