შედგა ეროვნული თანხმობა - სალომე ზურაბიშვილი
მეამაყება საქართველო! შედგა ეროვნული თანხმობა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს.
ძალიან მეამაყებით, მეამაყება საქართველო! შედგა ეროვნული თანხმობა მთავარზე, რომ არ შეიძლება, რომ ვინმემ წაართვას საქართველოს დამოუკიდებლობა, რომ არ შეიძლება, რომ ვინმემ დააბრუნოს საქართველო რუსეთში, რომ არ შეიძლება, რომ ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ნება და თავისი ევროპული მომავალი. შედგა ეს ეროვნული თანხმობა ყველგან, სადაც შეძლებოდა და ყოველ წუთს ჩანს კიდევ უფრო და უფრო, რომ ძლიერდება ეს ეროვნული თანხმობა, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.