თეგებით ძიება

რუსთაველის გამზირზე რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანა გამოიყვანეს

რუსთაველის გამზირზე აქციის პარალელურად, პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა, მათ შორის შსს-ს სხვადასხვა დანაყოფთან ერთად ადგილზე განლაგებული სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები და რობოკოპები. მიმდებარე პერიმეტრზე დგას სპეციალური ტექნიკაც, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანები.

პროტესტი გრძელდება. მოქალაქეები მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებას აჩერებს, უკვე მესამე დღეა აპროტესტებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა