„ამ ფონზე გამოდის პრემიერი და ევროპელ პოლიტიკოსებს ადანაშაულებს "ომში ჩათრევაში"- ნათია ფანჯიკიძე
„ასე თეთრი ძაფითაა ნაკერი, ვის უნდა სამოქალაქო ომი საქართველოში“ - ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში რუსი პროპაგანდისტისა და ე.წ. "რუსული მსოფლიოს" იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის სიტყვებს ეხმიანება:
ასე თეთრი ძაფითაა ნაკერი, ვის უნდა სამოქალაქო ომი საქართველოში, ვის უნდა, რომ თავისი ტყვიაც არ დახარჯოს, ხარჯის გარეშე ისარგებლოს ჩვენი პათოლოგიური თვისებით - ერთმანეთის სიძულვილის "ნიჭით" და მოგვწყვიტოს ცივილიზაციას და ამ ფონზე გამოდის პრემიერი და ევროპელ პოლიტიკოსებს ადანაშაულებს "ომში ჩათრევაში" - წერს ფანჯიკიძე.