ივანიშვილმა ვერ ივაჭრა წარმატებით ვაშინგტონთან, გზები მოჭრილი აქვს ტრამპის ადმინისტრაციასთანაც - ნინო კალანდაძე
პოლიტიკურ ფონდ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორი, ნინო კალანდაძე განმარტავს, რატომ არის დამაზიანებელი საქართველოსთვის ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება.
ის, რომ ჩვენ ქმედუნარიანები ვართ, სახელმწიფო ფუნქციონირებს, საერთაშორისო ასპარეზზე სიტყვა გვეთქმის, ამაში არსებითი წვლილი აქვთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ამ ეტაპზე ისინი ამბობენ, რომ საქართველოში არ არსებობს ლეგიტიმური წარმომადგენელი, რომელთანაც ჩვენ ურთიერთობაში შესვლა შეგვიძლია. ივანიშვილმა ვერ ივაჭრა წარმატებით ვაშინგტონთან, მან ბევრჯერ სცადა თავისი შიკრიკების გაგზავნა. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ შორის ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთანაც მას გზები მოჭრილი აქვს. წარმავალი ადმინისტრაცია დღეს არცერთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რომელიც არ არის ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა და რომელსაც ის არ გააგრძელებს როგორც მემკვიდრეობას, - ამბობს ნინო კალანდაძე.