ივანიშვილის ხელისუფლებამ დაარღვია და დაამხო საქართველოს კონსტიტუცია - დავით გორგილაძე
ქართველი ხალხი დაიბრუნებს იმ მარშრუტს, რაც ამ ქვეყანას არჩეული აქვს და იმ მარშრუტს, რომელიც გაგვიმრუნდა ბიძინა ივანიშვილმა, - ამის შესახებ ტელეწამყვანი დავით გორგილაძე საუბრობს.
ძალიან ბედნიერი დასასრული მინდა, როდესაც ქართველი ხალხი დაიბრუნებს იმ მარშრუტს, რაც ამ ქვეყანას არჩეული აქვს და იმ მარშრუტს, რომელიც გაგვიმრუნდა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა თვითმარქვია, მოღალატე, ცრუ, მოლაპარაკე მდაბიო თავებმა. წაგვართვეს მთავარი რამ, ეს არის ხმის უფლება, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის უფლება, იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ აღარ მიანიჭა მანდატი, ჩვენ აღარ დაგვიქირავებია ეს მთავრობა ამ ქვეყნის სამართავად და ისინი არიან გამწესებულები პარლამენტში აბსოლუტურად თვითნებურად. მათ დაარღვიეს, დაამხეს საქართველოს კონსტიტუცია, ვსაუბრობ რამდენიმე დღის წინანდელ განცახდებაზე ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით და მას შემდეგ კიდევ ათასი სისულელე მოვისმინეთ, - ამბობს დათო გორგილაძე.