თეგებით ძიება

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - საპროტესტო აქციამ ჭავჭავაძის გამზირიდან პარლამენტთან გადაინაცვლა

საპროტესტო აქციამ ჭავჭავაძის გამზირიდან საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა. დემონსტრანტების ნაწილი ისევ ტელევიზიასთან მივიდა, ნაწილი კი პარლამენტის შენობასთან.

მთავარი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ასევე, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

უცვლელია საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრების მოტივაციაც -  აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ დღეს პოლიტიკურ ლიდერებს დაეთმოთ პირდაპირ ეთერი, ასევე, გენერალური დირექტორის და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გადადგომას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა