ხელისუფლება სწორედ თქვენი წყალობით ბედავს ქვეყნის უფსკრულისთვის გამეტებას - ვის მიმართავს არჩილ გამზარდია?
იმ ადამიანებისთვის, ვინც პროტესტს ეწინააღმდეგება, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიმართვას ავრცელებს:
იმ ადამიანებისთვის, ვინც პროტესტს ეწინააღმდეგება:
1. საქართველო თვითკმარი სახელმწიფო არაა და ვერც იქნება ჩვენი ქვეყნის სიმცირის, სამეზობლო ფაქტორების, ზოგადად გეოპოლიტიკური ფაქტორების გამო. არ გვაქვს თვითკმარი არც უსაფრთხოება, არც ეკონომიკა და ა.შ.
2. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ საჭიროა ყველა ტიპის მხარდაჭერა, ეკონომიკური თუ პოლიტიკური თუ სხვა.
3. ჩვენი მოცემულობის ფონზე ევროკავშირთან ურთიერთობა პრაქტიკულად შეჩერებულია.
4. აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია.
5. საქართველო სრულიად მარტოა დარჩენილი რუსეთთან როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური, პოლიტიკური თუ ნებისმიერი კუთხით.
ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ საერთო ფონზე ხელისუფლებას ამაგრებთ, მოგიწევთ პასუხისმგებლობა აიღოთ იმაზე, თუ ვის ან რას აძლიერებთ ხელისუფლების მხარდამჭერები და რისკენ მიგყავთ სახელმწიფო, იმიტომ რომ ჩვენი ფაქტობრივი ხელისუფლება სწორედ თქვენი წყალობით ბედავს ქვეყნის უფსკრულისთვის გამეტებას - წერს არჩილ გამზარდია.