დროა სანქციები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობას შევახსენოთ, რომ ქმედებებს შედეგები მოაქვს - სენატორები რიში და შაჰინი
სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
"ჩვენ ვიმუშავებთ იმიზე, რომ საქართველოს მთავრობა და პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არჩევნებში ჩარევაზე, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობაზე და სხვა ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პასუხი აგონ.
ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად გამოხატოს თავისი პოზიცია მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების საკითხზე.
ასევე, ვთხოვთ როგორც ამჟამინდელ, ასევე მომავალ ადმინისტრაციებს თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერას საქართველოში.
ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ კარგი დასაწყისია, მაგრამ ახლა დროა, აშშ-ის მთავრობის განკარგულებაში არსებული ყველა საშუალება, მათ შორის სანქციები, გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობას შევახსენოთ, რომ ქმედებებს შედეგები მოაქვს.
ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, რომ შეერთებული შტატები არ იქნება უმოქმედო ამ ვითარების გაუარესებისას", - წერია განცხადებაში.