ეს სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს იმ ფორმით, როგორც არის და არ სჭირდება პოლიტიკური ჩარევა, სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა - სალომე ზურაბიშვილი
"ეს სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს იმ ფორმით, როგორც არის და არ სჭირდება პოლიტიკური ჩარევა, სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა.
განცხადება მან ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვდრის შემდეგ გააკეთა.
"ეს არის კიდევ ერთი დასტური რომ ამ ქვეყნაში ნამდვილად შედგა აქაც შედგა ამ სასახლეში ეროვნული თანხმობა იმის შესახებ თუ დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი, საითკენ მივდივართ და საითკენ არ მივდივართ და ეს თანხმობა არის პირველ რიგში იმის ირგვლივ, რომ ჩვენ არ მივდივართ რუსეთისკენ, მივდივართ ევროპისკენ, რაც იყო ჩვენი გამოცხადებული ყველასი მიზანი და თუ ვინმემ გადაუხვია, საზოგადოებამ, თავის მთლიანობაში, არ გადაუხვია და რჩება ერთგული ამ მიზნის, - განაცხადა ზურაბიშვილმა