„ჩემი სინდისის საზღვრებს სცდება მოცემულ ვითარებაში ლექციების ჩატარება - დათო გორგილაძე
„ჩემს სტუდენტებს, ნათელი გონების, სწორ ადამიანებს უკვე შევატყობინე, რომ ჩემი სინდისისა და მორალის საზღვრებს სცდება მოცემულ ვითარებაში ლექციების ჩატარება“, – ამის შესახებ მწერალი და ჟურნალისტი, დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში წერს და მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
„მაშინ, როცა მოძალადე, თვითმაქრვია ხელისუფლება ქუჩებში მათ თანატოლებს ასისხლიანებს, აპატიმრებს და თავისუფლებას ართმევს, მე აუდიტორიაში ამბის თხრობაზე, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე ვერ ვილაპარაკებ.
რადგანაც ვერცერთი პროფესიული უნარი და ჩვევა საკუთარი მნიშვნელობით ვერ მიუახლოვდება ყველაზე მნიშვნელოვანს – თავისუფლების განცდას.“ – წერს დათო გორგილაძე.