თეგებით ძიება

აბსოლუტურად მიუღებელია, როცა პოლიცია თავის უფლებამოსილებას ამეტებს - ლევან იოსელიანი

"ნამდვილად არ მიჭირს იმის შეფასება, რასაც ვხედავ და ნამდვილად არ მიჭირს იმის თქმა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც პოლიცია თავის უფლებამოსილებას ამეტებს" - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. 

მისივე თქმით, როდესაც ასეთი გადაცდომებისთვის კონკრეტული ადამიანები არ ისჯებიან, პროცესი შემდგომ უფრო და უფრო ბრუტალურ სახეს იღებს.

"ზოგადად, მე ასეთ შემთხვევებს სიმხეცეს ვუწოდებ, ვინაიდან წარმოუდგენელია ადამიანებს ასე მოექცე, დაესხა თავს. განსაკუთრებით ჟურნალისტებს, რომლებიც თავიანთ მოვალეობას ასრულებენ და გადასცემენ ინფორმაციას, რაც მათი კონსტიტუციური უფლება.

ნამდვილად არ მიჭირს იმის შეფასება, რასაც ვხედავ და ნამდვილად არ მიჭირს იმის თქმა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც პოლიცია თავის უფლებამოსილებას ამეტებს. რაც მთავარია, ასეთ ქმედებებს უნდა მოჰყვეს კონკრეტული პასუხისმგებლობა. აქ მთავარი საკითხი ის არის, რომ როდესაც კონკრეტული ადამიანები არ ისჯებიან ასეთი გადაცდომებისთვის, ეს შემდგომ უფრო და უფრო ბრუტალურ სახეს იღებს", - აღნიშნა იოსელიანმა.

ამასთან, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ აქციიდან აქციამდე სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ განხორციელებული სასატიკი ქმედებების ხარისხი იზრდება. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამ მიმართულებით კონკრეტული გამოძიებები უნდა აწარმოოს.

"ყოველ ჯერზე როდესაც ახალი საპროტესტო აქცია იმართება, ვხედავთ, რომ ასეთი მოქმედებები კიდევ უფრო მეტი სისასტიკით ხასიათდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამ მიმართულებით კონკრეტული გამოძიებები აწარმოოს და რაც მთავარია გამოძიებებს მოჰყვეს შედეგები" - განაცხადა იოსელიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა