თეგებით ძიება

„ნა­ცე­მია, ურტყეს... მან­ქა­ნა­ში ჩა­ტე­ნეს“ - ირინა სარიშვილის თქმით, აქციაზე მისი ვაჟი დააკავეს

ყო­ფი­ლი პო­ლი­ტი­კო­სის, ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მისი შვი­ლი, ლუკა სა­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე და­ა­კა­ვეს, ნა­ცე­მია.

სა­რიშ­ვი­ლის თქმით, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მისი შვი­ლის და­კა­ვე­ბის კად­რე­ბი პირ­და­პირ ეთერ­ში ნახა, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ უს­წორ­დე­ბი­ან მას ფი­ზი­კუ­რად.

„პირ­და­პირ ეთერ­ში იყო მისი და­კა­ვე­ბა. ღამე რუს­თა­ველ­ზე იყ­ვნენ, დარ­ბე­ვის შემ­დეგ, ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე გა­და­ი­ნაც­ვლეს. და­კა­ვე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე ტე­ლე­ფონ­ზე ვე­სა­უბ­რე, მეც ვა­პი­რებ­დი აქ­ცი­ა­ზე გას­ვლას მას შემ­დეგ, რაც ბავ­შვებს ვაჭ­მევ­დი. მერე პირ­და­პირ ეთერ­ში გა­მოჩ­ნდა, რომ თა­მა­რაშ­ვილ­ზე აკა­ვებ­დნენ. მერე გა­ვი­გე, რომ ზა­ჰეს­ში მოჰ­ყავთ, თუმ­ცა, ამ დრომ­დე მოყ­ვა­ნი­ლი არაა. მე რო­გორც ვიცი, ნა­ცე­მია, ურტყეს. კად­რებ­შიც ჩანს რამ­დენ­ჯერ­მე ჩარ­ტყმა, ბევ­რს მიჰ­ყავ­და ერ­თად. დი­ლით, 09-10:00 სა­ათ­ზე და­ა­კა­ვეს. კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ შეყ­ვა შიგ­ნით ძა­ლი­ან ბევ­რი ნიღ­ბო­სა­ნი და რო­გორ გა­მოჰ­ყავთ, გვერ­დით ახალ­გაზ­რდა ქალი კი­ო­და, ხელი გა­უშ­ვი­თო და ის ძირს და­აგ­დეს, ეს მან­ქა­ნა­ში ჩა­ტე­ნეს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად სვე­ლია, რად­გან დარ­ბე­ვა­ში მოჰ­ყვა. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, ამა­თი ბოლო ძა­ლი­ან ახ­ლო­საა“, - გა­ნა­ცხა­და სა­რიშ­ვილ­მა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა