თეგებით ძიება

საქართველოს ხელისუფლება იღებს ზომებს სიტუაციის სტაბილიზაციისთვის - დიმიტრი პესკოვი

რაც საქართველოში ხდება, მისი საშინაო საქმეა და რუსეთი არ აპირებს ამ პროცესებში ჩარევას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, საქართველოს შიდა საქმეა, ჩვენ არ ჩავრეულვართ და არც ჩავერევით ამ პროცესებში“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი მტკიცებით, საქართველოში ადგილი აქვს სიტუაციის შერყევის მცდელობას და ხელისუფლება ატარებს ზომებს მის დასასტაბილურებლად.

„რა თქმა უნდა, სახეზეა სიტუაციის შერყევის მცდელობა. საქართველოს ხელისუფლება იღებს ზომებს სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, სიმშვიდის დასაბრუნებლად“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა