თსუ-ს სენატის წევრთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
ფსიქოლოგი, თსუ-ს პროფესორი ლადო გამსახურდია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
„გიზიარებთ ჩემი (ფსიქოლოგიის დეპარტამენტის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერით) და თსუ-ს სენატის სხვა წევრთა ნაწილის განცხადებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით:
"ჩვენ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრები ვაცხადებთ, რომ ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის განმტკიცების, უსაფრთოების, მშვიდობისა და განვითარების მყარი გარანტიაა. ამასთანავე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებაშიც გაცხადებულია, რომ „უნივერსიტეტი არის ავტონომიური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საუნივერსიტეტო განათლების კლასიკურ ევროპულ მოდელზე დაფუძნებული უნივერსალური სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ცენტრი“ და მისი მიზანია „სტუდენტთათვის თანამედროვე სტანდარტის შესატყვისი განათლების მიცემა, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მართლშეგნების მაღალი დონის მქონე მოქალაქეთა აღზრდა, ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია“.
გამომდინარე საქართველოს ცივილიზაციური არჩევანიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიიდან, ვგმობთ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც შეაფერხებს ევროინტეგრაციის და შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებისა და გაძლიერების პროცესს.
მხარს ვუჭერთ უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თითოეულ მოქალაქეს, რომელიც იცავს და მომავალშიც დაიცავს საქართველოს თავისუფლებასა და ევროინტეგრაციას".
1. გიორგი არქანია - სენატის წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ მოწვეული ლექტორი
2. თეა ქარჩავა - სენატის წევრი, ისტორიკოსი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
3. გიორგი ლაბაძე - სენატის წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ მოწვეული ლექტორი
4. ნინო პაქსაშვილი - სენატის წევრი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი
5. იზაბელა პეტრიაშვილი - სენატის წევრი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
6. მანანა რუსიეშვილი - სენატის წევრი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი
7. თამარ ჯინჭარაძე - სენატის წევრი, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი
8. ილია თავხელიძე - სენატის წევრი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
9. თეა შავაძე - სენატის წევრი, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი
10. გიორგი მამარდაშვილი - სენატის წევრი, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი
11. მაკა მურვანიძე - სენატის წევრი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი
12. ბარბარა მახარაძე - სენატის წევრი, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი
13. ლადო გამსახურდია - სენატის წევრი, პროფესორი, ფსიქოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელი
14. ლია მაჭავარიანი - სენატის წევრი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი
15. ელისაბედ ბჟალავა - სენატის წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
16. ნოდარ ლომიძე - სენატის წევრი, თსუ ნოდარ ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
სია შესაძლოა განახლდეს.“