თეგებით ძიება

"მამაჩემი ამისთვის არ დაღუპულა" - შინდისის გმირის შვილი ახალგაზრდების პროტესტს შეუერთდა

შინდისის გმირის, ემზარ წილოსანის შვილი. მარიამ წილოსანი "პირველებთან" ყვება, რომ ხელოვნების მასწავლებელთან კონფლიქტი ევროინტეგრაციიის საკითხზე და თბილისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მოუვიდა, რის შემდეგაც იძულებული გახდა კლასი დაეტოვებინა. მარიამ წილოსანი ლანჩხუთიდან ბათუმში ჩავიდა და ახალგაზრდების პროტესტს ქუჩაში შეუერთდა. 

მისი აზრი ის იყო, რომ ბავშვები თბილისში იქცევიან სამარცხვინოდ და ცუდად, ეწინააღმდეგებიან პოლიციელებს, აზიანებენ ყველაფერს. მხოლოდ ერთი ვიღაცა ცემესო და მეთქი კარგად არ გინახავთ ყველაფერი, ბევრი ადამიანი ცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს და გულსისატკენია ეს ყველაფერი. გულსატკენია იმ ადამიანის საქციელი, რომლებიც პოლიციელების საქციელს ამართლებენ. სწორად იქცევიან მეთქი ყველანაირად, მეც მათ გვერდში ვარ, თბილისში რომ ვყოფილიყავი, დავდგებოდი იმათ გვერდით და იგივეს გავაკეთებდითქო. თურმე, ეს მასწავლებელი ჩემგან ასეთ საქციელეს არ მოელოდა და მასწავლებელმა აწია ხელები, შენთან არაფერს გავაგრძელებ, საუბარი იგულისხმა ალბათ. ვუთხარი, არ გააგრძელებთ და ავდგები, გავალ გაკვეთილიდან-მეთქი. გადიო. ავდექით ყველა, მთელი კლასი ჩემს გვერდით დადგა და გავედით გაკვეთილიდან. მინდა მამაჩემის გმირობა გავაგრძელო მეც და შევუერთდე იმ ახალგაზრდებს, რომელბცი ჩემსავით ფიქრობენ. მატირეს ორი გაკვეთილი და ჩემს ცრემლებს მაგათ ჩემი ოჯახის წევრები არ აპატიებენ", - ამბობს გმირის შვილი 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა