თეგებით ძიება
02. 12. 2024 მსოფლიო

ჯო ბაიდენმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას თავისი შვილის შეწყალების შესახებ - Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას თავისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის შეწყალების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

თეთრმა სახლმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ბაიდენმა საკუთარი ვაჟი. მას ბრალი იარაღის შეძენა-ფლობასა და 9 საგადასახადო სამართალდარღვევაში ედებოდა.

ბაიდენის თქმით, შვილი იმის გამო შეიწყალა, რომ ის შერჩევით და უსამართლოდ იდევნებოდა. შეწყალების დოკუმენტის თანახმად, ეს არის სრული და უპირობო შეწყალება და ამ ოფიციალური შეწყალების გაუქმებას ტრამპი ვერ შეძლებს.

„დღეს მე ხელი მოვაწერე ჩემი ვაჟის, ჰანტერის შეწყალებას. იმ დღიდან, რაც თანამდებობა დავიკავე, განვაცხადე, რომ არ ჩავერეოდი იუსტიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ჩემი სიტყვა შევასრულე, მიუხედავად იმისა, რომ ვუყურებდი, როგორ ხდებოდა ჩემი შვილის შერჩევითი და უსამართლო დევნა“, – აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იმედოვნებს, რომ ამერიკელები გაიგებენ, რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, როგორც მამამ და პრეზიდენტმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა