თეგებით ძიება
02. 12. 2024 მსოფლიო

ევროპა საქართველოს მთავრობის მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებს – შტაინმაიერი

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარში ქართული სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სოლიდარობა გამოხატა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო. 

ამის შესახებ შტაინმაიერის სპიკერი, სერსტინ გამელინი X-ზე წერს. 

"საქართველოს მთავრობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ტოვებს, რომლის ვალდებულებაც საქართველომ კონსტიტუციით აიღო. ევროპა მთავრობის მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებს, თუმცა ის კვლავ ღია რჩება მოქალაქეთა ევროპული მისწრაფებებისთვის". - თქვა შტაინმაიერმა ზურაბიშვილთან საუბრისას გამელინის თანახმად. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა