ტრამპმა კაშ პატელი თავის ლავრენტი ბერიად წარადგინა - ჯონ ბოლტონი
ტრამპმა კაშ პატელი თავის ლავრენტი ბერიად წარადგინა, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
მანამდე აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი ყოფილი თანაშემწე კაშ პატელი გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინა.
„ტრამპმა კაშ პატელი თავის ლავრენტი ბერიად წარადგინა – „ენკავედეს“ (საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) უფროსად, რომელმაც ერთხელ გადმოცემით უთხრა სტალინს, „მაჩვენე ადამიანი და მე გაჩვენებ დანაშაულს“. სამწუხაროდ, „ეფბიაი“ არ არის „ენკავედე“. სენატმა ერთხმად უნდა უარყოს ეს კანდიდატურა“, – წერს ბოლტონი.