თეგებით ძიება

პარლამენტის წინა ტერიტორია სპეცრაზმმა დაიკავა - საპოლიციო ძალებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

რუსთაველის გამზირის ის მონაკვეთი, სადაც პარლამენტის შენობა მდებარეობს, აქციის მონაწილეებისგან პრაქტიკულად გათავისუფლებულია. სპეცრაზმმა ასევე მთლიანად გაათავისუფლა ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩები.

აქციის მონაწილეებმა ალექსანდროვის ბაღთან გადაინაცვლეს, ნაწილი კი რუსთაველის მეტროს მიმართულებით წავიდა. პარლამენტის წინა ტერიტორია მთლიანად სპეცრაზმმა დაიკავა.

საპოლიციო ძალებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

სპეცრაზმი თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით ცოტა ხნის წინ დაიძრა.

ფოტო: ინტერპრესნიუსი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა