თეგებით ძიება

ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი "ოცნების" ხელისუფლების დასანქცირებას ითხოვს

ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, განიხილონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირება - განცხადება საკუთარ სოციალურ ქსელში  ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონმა გამოაქვეყნა. 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოსთან დაკავშირებით დროულად იმოქმედოს.

   დღეს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ იმოქმედონ სწრაფად, რადგან საქართველოში დემოკრატიული კუთხით სიტუაცია სულ უფრო კრიტიკული ხდება. 

   განცხადებაში კომიტეტი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკ რეპრესიებს რუსული იმპერიალიზმის მხარდაჭერით გმონს და და მოუწოდებს, ძალადობრივი ქმედებების განხორციელება ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეწყვიტოს.

  ასევე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რეაგირება მოახდინონ საქართველოში განვითარებულ მზარდ კრიტიკულ სიტუაციაზე. "რადგან საქართველოში ვითარება დღითიდღე უარესდება, ჩვენ საჭიროდ მივიჩნევთ, ევროკავშირის ქვეყნებმა ერთობლივად და დაუყოვნებლივ დაუწესონ სანქციები იმ პირებს, ვინც გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ძალაუფლებას უკანონოდ დაეუფლა" - ნათქვამია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაში.

   

"დემოკრატიის აღსადგენად საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

   კომიტეტი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული მომავლის სადარაჯოზე დგას. კომიტეტი ასევე მხარს უჭერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსზ რომელიც ერთადერთი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტია, რომელიც საქართველოში დემოკრატიას მხარს უჭერს.

   განცხადება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე გაავრცელა, სადაც საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს. ესტონეთის ელჩმა საქართველოში კომიტეტს ქვეყანაში არსებული ვითარება გააცნო", – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბალტიის სამმა სახელმწიფომ "ქართული ოცნების" თერთმეტ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა - შავ სიაში ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე და თეიმურაზ კუპატაძე შეიყვანა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა