„პოლიციელების მიერ ნაცემ მამაჩემს 8 დღით იჭერენ“ - რას წერს ზვიად რატიანის შვილი
პოეტი ზვიად რატიანი 8 დღით პატიმრობაში დატოვეს.
"სასამართლომ" მიიღო გადაწყვეტილება და პოლიციელების მიერ ნაცემ მამაჩემს, რომელსაც წესით ოპერაცია და წოლითი რეჟიმი სჭირდება (მალის და ცხვირის მრავლობითი მოტეხილობების გამო) 8 დღით იჭერენ", - წერს პოეტის შვილი, ნინა რატიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ზვიად რატიანი 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო დემონსტრაციისას დააკავეს.