„ქრონიკის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი ალი ბაბაევს ფიზიკურად გაუსწორდა“ - გიორგი მამაცაშვილი
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის” თავმჯდომარეს, 70 წლის ალი ბაბაევს ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შესახებ ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
ქრონიკის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი ალი ბაბაევს ფიზიკურად გაუსწორდა. ბაბაევი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
▪️ ეს ჩემი მეგობარია - ალი ბაბაევი! ღირსეული კაცი!
▪️ მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ "ფრონტის" მეგობარო! - წერს მამაცაშვილი.