ცნობები საქართველოში ჩასვლას ვგეგმავთ რუსული დეზინფორმაციაა - "ქართული ლეგიონი"
ცნობები, თითქოს „ლეგიონი“ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, რუსული დეზინფორმაციაა - ამის შესახებ "ქართული ლეგიონი“ გავრცელებულ განცხადებაში წერს.
"ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ამ უსაფუძვლო ბრალდებებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის სამართლიან აღშფოთებას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ჩვენი ბრძოლა რჩება აქ, უკრაინაში, სადაც ჩვენი საერთო მტერია.
ქართული ლეგიონი 2014 წლიდან მტკიცედ დგას უკრაინის წინაშე და გააგრძელებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დგომას. ჩვენი თავდადება უკრაინის გამარჯვებისთვის ურყევია და ჩვენ ვიქნებით ფრონტზე, სანამ ეს მიზანი არ მიიღწევა“, - წერს „ქართული ლეგიონი“.
OFFICIAL STATEMENT
Russian propaganda has recently begun disseminating false claims suggesting that the Georgian Legion plans to return to Georgia and participate in protests.
We categorically deny these baseless accusations. While we fully support the Georgian people’s… — Georgian Legion (@georgian_legion) December 2, 2024