"მძიმე ამბავში აღმოვჩნდი. ჩამარტყეს იქ სადაც ჩემთვის ყველაზე მტკივნეულია - ნდობაში. ვარჩევდი, რომ მაგრად ვეცემე" - რას წერს აქციის მონაწილე, რომელიც პოლიციამ არ დააკავა?
აქტივისტი, ირაკლი გელეიშვილი, რომელიც პოლიციამ აქციის მიმდინარეობისას არ დააკავა ფეისბუქჯგუფ "დაიტოვე"-ში პოსტს აქვეყნებს.
"მე ვარ ის ადამიანი, რომელის დაკავების ვიდეომაც კითხვის ნიშნები გააჩინა.
ცოტა გვიან გპასუხობთ, რადგან დღის დიდი ნაწილი აქციისთვის მზადებაში გავატარე.
ძალიან მძიმე ამბავში აღმოვჩნდი. ჩამარტყეს იქ სადაც ჩემთვის ყველაზე მტკივნეულია - ნდობაში. ვარჩევდი, რომ მაგრად ვეცემე და ისევ წავეყვანე იზოლატორში.
ვიცი, რომ ცუდი სანახავი კადრი იყო. ბევრ თქვენთაგანს კითხვები გაუჩნდა, ბევრმა ეგრევე სუსის ჩანერგილად გამაფორმა, მაგრამ ბევრი ამ ურთულეს სიტუაციაში ძალიან მაგრად ამომიდგა გვერდში. ამ ამბავმა დამანახა ვინ არის რეალურად ნამდვილად ჩემიანი. მიყვარხართ და მეამაყება, რომ მყავხართ.
რატომ მოიქცნენ ეგრე ჯერ ვერ ვხვდები. ვერსიები მაქვს, მაგრამ დაზუსტებით ვერ ვიძახი. თუ ვინმეს მოგეპოვებათ ამ ამბის ამსახველი ვიდეოები, გთხოვთ გამომიგზავნოთ. მალევე დავდებ პოსტს სადაც დეტალურად აღვწერ რა ხდებოდა.
თამარშვილზე კაი ხანი მომდევდნენ. ბოლოს რამდენიმემ ერთად ალყა შემომარტყეს და თავში რამდენჯერმე ჩამარტყეს დაჭერის დროს და თრევით წამიყვანეს, რაღაც მომენტში გაჩერდნენ და თქვეს ეს ის ველოსიპედიანი ბიჭია და არ გვჭირდებაო, მხოლოდ გაშვების მერე შევამჩნიე, რომ ტელევიზიაც იქ იდგა. ეს დღეები ისედაც დამყვებიან და დღეს მაგ ამბის მერე საგადასახადოც მომადგა გაურკვეველი მიზნებით. მაშინ როცა ლამის ყველას იჭერდნენ, ესე უცბად კამერების წინ ჩემი გაშვება და ძმაკაცურად ხელის მოხვევა, როცა 2 წუთით ადრე თავში მირტყავდნენ და ყველას იჭერდნენ, ვერ იქნება დამთხვევა. გთხოვთ დაფიქრდეთ სანამ გადაწყვეტთ, რომ რუსების მხარეს ვარ. უნდა ხვდებოდეთ, რომ ეს მათთვის ჩვეული ბრძოლის მეთოდია.
ასევე, თუ ვინმეს გეცნობათ ის ძალიან კარგი პიროვნება, ნაცრისფერ ქურთუკში, რომელიც ჩემს დახმარებას ცდილობს, გთხოვთ მითხარით ვინ არის. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო. აგრეთვე, მასაც ვთხოვო ამ ამბის მოყოლა და ვკითხო თუ აქვს მასაც გადაღებული.
ჩემი სურვილით ვეხსნები დაიტოვეს გუნდს, იმისთვის რომ ის პროცესი არ დაზიანდეს, რაშიც უზარმაზარი ენერგია მაქვს ჩადებული", - წერს აქტივისტი.