"ქალბატონო, სკოლების შემდეგ იმედია საბავშვო ბაღებს არ მოუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ“ - ანდრია ჯაღმაიძე სალომე ზურაბიშვილს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც იგი ამბობს, რომ "უნივერსიტეტების შემდეგ ახლა სკოლების დროა, რომ გამოხატონ სოლიდარობა საპროტესტო აქციების მიმართ“.
"ქალბატონო, სკოლების შემდეგ იმედია საბავშვო ბაღებს არ მოუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ", - წერს ანდრია ჯაღმაიძე.