თეგებით ძიება
03. 12. 2024 ვიდეო

"ვაიმე, სულ სისხლიანი აქვს სახე..." - ვრცელდება აქციაზე დაშავებული მომიტინგის კადრები, რომელზეც სოციალურ ქსელში წერენ, რომ კომაში მყოფი 22 წლის ბიჭია

"ვაიმე, სულ სისხლიანი აქვს სახე..." - ვრცელდება აქციაზე დაშავებული მომიტინგის კადრები, რომელზეც სოციალურ ქსელში წერენ, რომ კომაში მყოფი 22 წლის ბიჭია.

"ეს ბიჭი, დღეს რეანიმაციაში სიკვდილს ებრძვის. მაგრამ მთავარი ხომ ის არის, სადმე, რამე ფანჯარა არ ჩატყდეს, ურნა და ინფრასტრუქტურა არ დაზიანდეს. ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ხომ კაპიკის ფასიც არ აქვს ამ ქვეყანაში. რა არის ის წითელი ხაზი, ის კულმინაცია, რის გამოც ვიტყვით, მორჩა უკანასკნელი წერტილია...

ალექსის მოხვდა გასროლილი გაზის კაფსულა და შუბლი აქვს ჩატეხილი. ოპერაცია სრულად ვერ გაუკეთდა შეშუპების გამო და ჰყავთ ხელოვნურ კომაში. თქვენ, ვინც დუმხართ და შორიდან უყურებთ ამ მოვლენებს, თანამონაწილეები ხართ ამ ძალადობის..." - წერენ სოციალურ ქსელში.

არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ის ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.

22 წლის ბიჭთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა.როგორც ის წერს, სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეს, თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოარტყეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა