ოპოზიციის ლიდერები და მათი “ენჯეოების“ ლიდერები იყვნენ ოფისებში შემალულნი, ამ დღეების განმავლობაში - ირაკლი კობახიძე
“ოპოზიციის ლიდერები და მათი “ენჯეოების“ ლიდერები იყვნენ ოფისებში შემალულნი, ამ დღეების განმავლობაში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ძალადობას ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აორგანიზებენ, ხოლო მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
“პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ძალადობას აორგანიზებენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ. ამ დღეების განმავლობაში, ოფისებში იმალებოდნენ მდიდარი NGO-ების ლიდერები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ძალადობრივი ღონისძიებების მხარდაჭერაში. გვაქვს ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ მთელი რიგი აქტივობები დაფინანსებული იყო, მათ შორის, სპეციალური აღჭურვილობის შეძენა, მდიდარი “ენჯეოების“ მიერ.
რა თქმა უნდა, ოფისებში შემალული მდიდარი NGO-ების ლიდერების ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას. შესაბამისის მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში.
ოპოზიციის ლიდერები და მათი NGO-ების ლიდერები იყვნენ ოფისებში შემალულნი, ამ დღეების განმავლობაში, თუმცა პასუხისმგებლობა არის პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.