ბავშვები ჰყავდათ მიყვანილი ძალადობრივ აქციაზე... ერთ ბავშვს რომ რამე დამართოდა, ვინ იღებდა ამაზე პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
ბავშვები ჰყავდათ მიყვანილი ძალადობრივ აქციაზე და ბავშვებს ასროლინებდნენ, მათ შორის საგნებს პოლიციელების მისამართით, ერთ ბავშვს რომ რამე დამართოდა, ვინ იღებდა ამაზე პასუხისმგებლობას, ჩვეულებრივი ფაშიზმია ეს ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი და მთელი „ნაცმოძრაობა“ თავის ტელევიზიებით იყო ჩართული ამ ფაშისტურ ინიციატივაში.
„ერთი სიტყვით რომ შევაფასო, ეს არის ფაშიზმი, სხვა არაფერი რა შეიძლება, დაერქვას ამას. თან ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ეს არ არის ცალკეული ექსცესები, ცალკეული ადამიანების ინიციატივა. სალომე ზურაბიშვილი ჩართეს ამ ფაშისტურ ინიციატივაში და მთელი „ნაცმოძრაობა“ თავის ტელევიზიებით იყო ჩართული შესაბამის პროპაგანდაში. თქვენ იცით, რომ ბავშვები ჰყავდათ მიყვანილი ძალადობრივ აქციაზე და ბავშვებს ასროლინებდნენ, მათ შორის საგნებს პოლიციელების მისამართით, ერთ ბავშვს რომ რამე დამართოდა, ვინ იღებდა ამაზე პასუხისმგებლობას. ჩვეულებრივი ფაშიზმია ეს ყველაფერი, სხვა შეფასება ამას არ შეიძლება, მიეცეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.