თეგებით ძიება

აშშ-ში მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს ახალ ადმინისტრაციას დაუტოვოს მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა ამ რეგიონში - ირაკლი კობახიძე

ეს 2 თვე, სწორედ გამომდინარე იქიდან, რომ იცვლება ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, იყო განსაკუთრებული რისკების შემცველი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს ახალ ადმინისტრაციას დაუტოვოს მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა ამ რეგიონში, განსაკუთრებით, რაც ხდება უკრაინაში.

"თქვენ ხედავთ, 3 წლის განმავლობაში რის უფლებასაც არ აძლევდნენ უკრაინას, ეს არის შორ დისტანციაზე რაკეტების გასროლა, იმის უფლება მისცეს ახლა, იმიტომ, რომ უნდათ ახალ ადმინისტრაციას დაუტოვონ მძიმე მემკვიდრეობა. ზუსტად იგივე რისკებია დაკავშირებული საქართველოსთან. ეს 2 თვე, დეკემბერი, იანვარი, იყო რისკებთან დაკავშირებული.  დეკემბერი იყო ყველაზე დიდი რისკების შემცველი და დეკემბერში ვერავის ვერ მივცემდით ქვეყნის დაშანტაჟების საშუალებას. თქვენ ხედავდით, რომ აქციები არ დაწყებულა 5 დღის წინ, აქციები გრძელდებოდა უწყვეტ რეჟიმში და რატომ, რა იყო ამის საფუძველი, არცერთი მთავრობა, არცერთი ხელისუფლება არ აკეთებდა განცხადებებს არჩევნებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირმა აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა, არ კეთდებოდა განცხადებები და ამ ფონზე რადიკალური ოპოზიცია თბილისში აწყობდა პერმანენტულ აქციებს, კეტავდა ქუჩებს და ა.შ. შანტაჟი გრძელდებოდა. ეს რესურსი ხომ მზადდებოდა, ეს პიროტექნიკა ხომ 1 დღეში არ შეუძენიათ ამ ადამიანებს, ეს საშუალებები ხომ 1 დღეში არ შეუძენიათ.  ყველაფერი მზადდებოდა კონკრეტული თარიღისთვის. ეს იყო კონკრეტული სუბიექტების მიერ დაგროვილი პიროტექნიკა და არამარტო პიროტექნიკა, კონკრეტული NGO-ები ყიდულობდნენ სხვა აღჭურვილობებს, არა პიროტექნიკას, არამედ სხვა აღჭურვილობებს. რისთვის აგროვებდნენ ამას, ე.ი რაღაც იყო დაგეგმილი და რაღაც რომ იყო დაგეგმილი იქიდანაც ჩანდა, რომ არცერთი ქვეყნიდან არ კეთდებოდა განცხადებები არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ნაადრევად მოუწიათ ამ შემთხვევაშიც რესურსების განიავება და ყველამ დაინახა, რომ 20 იანვრამდე ვერავითარი „ნაცმაიდანი“ ვერ შედგება და მერე უკვე გადაიტვირთება ურთიერთობები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა